:
მოკლე აღწერა
მოქმედი ნივთიერება: 80% თირამი (ტეტრამეთილ-თიურამ-დისულფიდი)
კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები
აქტიურად გამოიყენება ფოთლის სიხუჭუჭის, ნაცრისფერი სიდამპლის, ქეცისა და ანთრაქნოზის წინააღმდეგ.
უპირატესობები:
დამატებითი ინფორმაცია
ტექნოლოგიური რჩევები:
ატამი - ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3კგ/ჰა შემოდგომაზე ფოთლის გაცვენის შემდეგ, ზამთრის ბოლოს კვირტების გაღვიძებისას და ვარდისფერი კონუსის ფაზაში ( BBCH 95-69). იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის გამო მესამე შესხურება ვერ ხერხდება, დასაშვებია შესხურება ყავილობის დროსაც. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა
ყურძენი - ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ შესხურებე-ბი ტარდება დოზით 3-4კგ/ჰა. პირველი შესხურება ყვავილობის საწყის ფაზაში, მომდევნო შესხურებები კი ნაყოფის სიმწიფის დაწყებისას ( BBCH 61-81 ) ორი შესხურება 10-14 დღის ინტერვალით. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა.
ვაშლი და მსხალი - ქეცის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3კგ/ჰა, პირველი შესხურება ტარდება ყვავილობამდე ასკოსპორების გავრცელების პერიოდში. მომდევნო შესხურებები კი ზაფხულის ინფექციის შემდეგ, ნაყოფის სიმწიფის დაწყებისას ( BBCH 10-81) 7-10 დღის ინტერვალით. დასაშვებია შესხურების დოზის გაზრდა ინფექციის მაღალი ფონის დროს. წელიწადში არაუმეტეს 4 შესხურებისა
მარწყვი - ნაცრისფერი სიდამპლისა და ანთრაქნოზის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3 კგ/ჰა ყვავილობის დაწყებისას, ყვავილობის პერიოდში და ყვავილობიდან 70-80% ფურცლების ჩამოცვენისას (BBCH 55-67) 10 დღის ინტერვალით. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა
დამზადებულია ბელგიაში, მწარმოებელი Eastman Chemical Company
:
: