:
შემადგენლობა:
- 20% N – საერთო აზოტი, 10.0% ორგანული, სინთეზური 3.95% ხსნადი 200 C -ზე , 3.80% უხსნადი 200 C -ზე, მაგრამ ხსნადი 100 C -ზე, 2.25% უხსნადი 100 C -ზე, 7.0 % ამიაკური აზოტი, 2.0% ნიტრატული აზოტი, 1.0% შარდოვანას
- 5% ხსნადი ფოსფორის ანჰიდრიდი P2O5. ნეიტრალური ამონიუმის ციტრატში,ხოლო 4,8% წყალში ხსნადი
- 9% კალიუმის ოქსიდი K2O, წყალში ხსნადი
- 3% საერთო მაგნიუმის ოქსიდი MgO
- 14% საერთო გოგირდის ანჰიდრიდი SO3
ქლორის დაბალი შემცველობა !
ფორმალდეჰიდ-შარდოვანა ანუ ნელი მოქმედების აზოტიანი სასუქი. კარგად ცნობილია, რომ აზოტიანი სასუქების ჭარბი დოზებით შეტანა ნიადაგში წარმოქმნის მაღალ კონცენტრაციას და მაღალ ოსმოსურ წნევას, რაც უარყოფითად აისახება მცენარეებზე. გარდა ამისა ტენიან რაიონებში, განსაკუთრებით მსუბუქ ნიადაგებზე და აგრეთვე მორწყვისას შესაძლებელია აზოტის მნიშვნელოვანი დანაკარგები მისი ჩარეცხვის გამო. ნელი მოქმედების აზოტი კი ნელ-ნელა გადადის ხსნად ფორმაში და თანდათანობით გამოიყენება მცენარის მიერ დიდი ხნის განმავლობაში
უპირატესობები:
- მხოლოდ ერთჯერადი შეტანა დაგეგმილი მოსავლის მისაღებად ამცირებს საწარმოო ხარჯებს
- დაბალი ხსნადობის გამო არ გვაქვს აზოტის დანაკარგები, აორთქლების, ჩარეცხვის და აგრეთვე აზოტის გარდაქმნის გამო ძნელად ხსნად ორგანულ ნაერთად
- ნელი მოქმედების სასუქი არსებითად ამცირებს გრუნტის და სხვა წყლების დაბინძურებას ნიტრატებით და აზოტის სხვა ფორმებით, განსაკუთრებით მსუბუქი ნიადაგების შემთხვევაში
- ნელი მოქმედების აზოტის გამოყენების შემთხვევაში იმატებს აზოტის გამოყენების კოეფიციენტი მცენარეების მიერ და რაც მთავარია ადგილი არ აქვს ჭარბი აზოტის დაგროვებას მცენარეში,
- განსაკუთრებით ნიტრატული ფორმით, რაც ხშირად იწვევს ნაყოფის გემური თვისებების გაუარესებას- ნიტრატების ჭარბი რაოდენობა პროდუქციაში საშიშია ჯანმრთელობისთვისაც
წარმოებულია საფრანგეთში კომპანია „Plantin”-ის მიერ
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ეტიკეტი!
წონა ნეტო- 25 კგ.
:
: