18.05.2020
ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.
კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ საკუთარი ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო, 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29% აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან.